მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI-მ რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ChatGPT-ის ანგარიშები დაბლოკა

ჰაკერი

ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ამერიკულმა კომპანია OpenAI-მ ChatGPT-ის ის ანგარიშები დაბლოკა, რომლებიც რუსეთიდან იმართებოდა და ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელების ფარულ კამპანიაში გამოიყენებოდა.

როგორც ირკვევა, კომპანიამ აღნიშნულ კვალს სოციალურ ქსელებში AI-ის მიერ გენერირებული პოსტების მოკვლევისას მიაგნო, რამაც მასშტაბური ფარული ოპერაცია გამოავლინა. კამპანიის ორგანიზატორები ChatGPT-ს რუსულ ენაზე აძლევდნენ მითითებებს, რომ სოციალური პლატფორმების: Substack-ის, Telegram-ის, X-ის, Facebook-ისა და LinkedIn-ისთვის კომენტარები შეექმნა. ამასთან, ჩატბოტს ევალებოდა, ტექსტებში ნებისმიერი ენობრივი ნიშანი დაეფარა, რაც ავტორების რუსულ წარმოშობაზე მიუთითებდა.

OpenAI-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ოპერაციის პირდაპირი გავლენა შეზღუდული იყო, თუმცა მისი მთავარი საფრთხე შექმნილ ინფრასტრუქტურაში მდგომარეობდა.

ექსპერტების შეფასებით, ეს შემთხვევა კარგად აჩვენებს, თუ როგორ იყენებენ ბოროტმოქმედები ხელოვნურ ინტელექტს ლოკალური ნარატივების შესანიღბად და ყალბი ავტორიტეტის მოსაპოვებლად.

შეგახსენებთ, OpenAI-ის სერვისებზე წვდომა რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდულია, თუმცა ოპერატორები ადგილმდებარეობის დასაფარად VPN ტექნოლოგიას იყენებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები