მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ბარბალეს მარანი” წელს აშშ-ში ექსპორტს გააორმაგებს - რა გეგმები აქვს კომპანიას?

ბარბალეს მარანი

“ბარბალეს მარანი” წელს აშშ-ს ბაზარზე ექსპორტს აორმაგებს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელი, ზვიად კორძაძე ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ “ბარბალეს მარანი” მცირე წარმოებაა, აშშ-ს ბაზარზე შარშან პირველ პარტიად კომპანიამ 1 000 ბოთლი გაგზავნა.

"აშშ-ს ბაზარზე ექსპორტს ვაორმაგებთ. პირველ ეტაპზე, შარშან 1 000 ბოთლი ღვინო გავგზავნეთ, ხოლო წელს, მაისში 2 000 ბოთლი ღვინო გაიგზავნება.

აღსანიშნავია, რომ ღვინოებს, რომლებიც აშშ-ს ბაზარზე გადის, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე მედლები აქვს მოპოვებული. კერძოდ, ლეჩხუმის ცოლიკაური და ქვევრის ცოლიკაური. აშშ-ს ბაზარზე, სადღაც 10 – 15 დოლარის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი”,- ამბობს ზვიად კორძაძე.

მეღვინეობის დამფუძნებლის ცნობით, გარდა აშშ-ს ბაზრისა, კომპანიის ღვინო "8000 მოსავალში", ბერლინშია წარმოდგენილი. ამის პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზიის ბაზრებთან, კერძოდ კორეა-იაპონიასთან, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ჩინეთის ბაზართან თანამშრომლობა.

გაზრდილი საექსპორტო დაინტერესების გათვალისწინებით, მარანი გეგმავს, რომ წარმადობა გააორმაგოს და წლიურად, 20 000 ბოთლამდე გაზარდოს.

“ბარბალეს მარნის” ღვინო ადგილობრივ ბაზარზეც ამ პრინციპით რეალიზდება: პროდუქცია “8 000 მოსავალსა” და რამდენიმე რესტორანში იყიდება, სადაც, დამფუძნებლის განმარტებით, არა მხოლოდ ასორტიმენტში არსებობს, არამედ ნამდვილად მიდის მომხმარებლამდე. “ბარბალეს მარანი” 2014 წელს დაფუძნდა და წლიურად 10 000 ბოთლ ღვინოს ასხამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები