კატალონიური გიგანტის, “ბარსელონას” მძიმე ჟამიანობა გრძელდება. ამჯერად გუნდს გულშემატკივრების სტადიონზე მოყვანა უჭირს და სანამ კლუბის ორიგინალ სტადიონ “კამპ ნოუს” რესტავრაცია უტარდება, მან “მონჟუიკზე” თამაშობენ, რომლის სეზონურ ბილეთსაც გულშემატკივრები არ ყიდულობენ.
“ბლაუგრანას” 49 500-იანი ტევადობის სტადიონზე 27 500 ბილეთი აქვს გათვლილი სეზონური ბილეთის მქონე გულშემატკივარზე და 23%-იანი ზრდის მიუხედავად მხოლოდ 22 600 სეზონური ბილეთი გაყიდა. ეს მაჩვენებელი კი საგანგაშოა განსაკუთრებით ძველი “კამპ ნოუს” შედეგებთან შედარებით, როცა კლუბი 70 ათასი მსგავსი ბილეთის გაყიდვას ახერხებდა.
ამ მაჩვენებლით მთლიანად ესპანურ ფეხბურთში კატალონიელები მე-15 ადგილს იკავებენ და მეორე დივიზიონის ისეთ კლუბებსაც კი ჩამორჩებიან, როგორებიც “დეპორტივო ლა კორუნია”, “რეალ ოვიედო”, “რეალ სარაგოსა” და “მალაგა” არიან. აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” თალაქალაქელმა “ესპანიოლმაც” კი გაუსწრო 3400 გაყიდული ბილეთით.
სიის სათავეში მადრიდის “რეალია” 60 707 გაყიდული სეზონური აბონიმენტით, ხოლო მეორე ადგილს მათი თანაქალაქელი “ატლეტიკო” 60 285 გაყიდული ბილეთით იკავებს.
სავარაუდოა, რომ სიტუაცია მას შემდეგ შეიცვლება, რაც “ბარსელონა” თავის პირვანდელ სტადიონ “კამპ ნოუზე” დაბრუნდება. ამის მიუხედავად ეს მაინც დიდი დარტყმაა კლუბისთვის, რომელსაც მძიმე ეკონომიკური პერიოდი უდგას.