მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბარსელონამ” სახელფასო ჭერი 200 მილიონით უნდა შეამციროს

ბარსელონას სახელფასო ჭერი

იმისათვის, რომ “ბარსელონამ” ზაფხულში ტრანსფერები განახორციელოს, სახელფასო ჭერის 200 მილიონით შემცირება მოუწევს. კლუბმა საკუთარი სტუდია კომპანია “ლიბეროს” მიჰყიდა, რომლისგანაც 40 მილიონი ევროს მიღებას ამ დრომდე ელოდება, რის გამოც სასამართლოს მიმართა.

ამას გარდა კატალონიელები “კამპ ნოუს” რეკონსტრუქციის შემდეგ ტექნიკური სპონსორისგან შემოსავლის ზრდასა და ფეხბურთელების გაყიდვას განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანური ჩემპიონატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის სახელფასო ლიმიტი 204 მილიონს შეადგენს, მაშინ როდესაც გასული წლის სექტემბერში ის 270 მილიონ ევროს შეადგენდა. ეს ყველაფერი მოთამაშეთა ხელფასების უცვლელად დატოვებამ და შემოსავალზე მეტი ხარჯის მიღებამ განაპირობა.

“ბარსელონა” ამჟამად ხელფასებში 400 მილიონს ხარჯავს, რის გამოც კიდევ 200 მილიონით შემცირება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ თუკი “კამპ ნოუს” რეკონსტრუქცია მომავალ ზაფხულს დასრულდება გუნდი უკვე ნოემბერში შეძლებს მშობლიურ სტადიონზე დაბრუნებას. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს კლუბის მუზეუმის, ბილეთების, აბონიმენტების, ოფიციალური მაღაზიისა და პარკინგის ადგილების გაყიდვების ზრდას, რაც “ბლაუგრანას” ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები