ბრაზილიის ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილ მცველ დანი ალვეშს ესპანურმა სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. საქმე 2022 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტს ეხება, რომლის მიხედვითაც ალვეშმა ღამის კლუბში ქალზე სექსუალურად იძალადა.
ალვეში 2023 წლის იანვარში დააკავეს და მას შემდეგ დაკავებულია, რადგან გირაოს შეფარდებაზე უარი განუცხადეს, ხოლო პროკურატურა 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვდა.
ბრაზილიის ფედერალური კონსტიტუცია გარანტიას იძლევა, რომ ბრაზილიის არც ერთი მოქალაქის ექსტრადირება არ შეიძლება ქვეყნის მიერ.
საპატიმროს დატოვების შემდეგ ბრაზილიელი 5 წლის განმავლობაში იქნება მეთვალყურეობის ქვეშ და ამასთან დაზარალებულ მხარესთან 9 წელიწადისა და 6 თვის განმავლობაში აეკრძალება ყველანაირი სახის კომუნიკაცია. ალვეში ასევე კომპენსაციის სახით 150 ათასს ევროს გადაიხდის და დაფარავს ბრალმდებელი მხარის ყველა იურიდიულ ხარჯებს.
შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშს “ბარელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა სამჯერ აქვს მოგებული და ლიონელ მესის შემდეგ, ისტორიაში ყველაზე ტიტულიაანი ფეხბურთელია 43 მოგებული ჯილდოთი.