მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BARTA-ს დაჯილდოების ცერემონიალი 28 თებერვალს გაიმართება

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო
27.02.25 16:32
1411

ხვალ, 28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის მეექვსე ცერემონიალი, შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართება.

BARTA-ს დაჯილდოების ცერემონიალის კონკრეტული ამოცანებია:

• BARTA-ს დაჯილდოების ცნობადობის ამაღლება და აღიარება ფართო საზოგადოებაში;
• გამარჯვებული კომპანიების მიღწევების და წვლილის ხაზგასმა;
• დამსწრეთათვის პლატფორმის შექმნა კავშირების და პროფესიული ურთიერთობების დასამყარებლად;
• მონაწილეებისთვის ინფორმაციის, მოსაზრებების და იდეების გაზიარების შესაძლებლობის შექმნა.

ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, 2024 წლის BARTA მოიცავს ჯილდოს “მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის” კომპანიების თითოეულ ძირითად კატეგორიაში. ეს ანგარიშები მომზადებული უნდა იყოს საერთაშორისო აღიარების მქონე ისეთი ჩარჩოს შესაბამისად, როგორიცაა მდგრადობის ანგარიშგების ევროპული სტანდარტები.

ღონისძიება მსოფლიო ბანკის ფინანსური და მდგრადი განვითარების ანგარიშგების რეფორმების ცენტრის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და მდგრადი განვითარების ანგარიშგების გაუმჯობესების პროგრამის (EAASURE) მხარდაჭერით გაიმართება.

BARTA 2019 წელს შეიქმნა ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რაც ევროკავშირში სავალდებულო არასაფინანსო კორპორაციული ანგარიშგების შემოღებას მოჰყვა. BARTA ხელს უწყობს არასაფინანსო ანგარიშგების გაუმჯობესებას (რომელსაც ხშირად მდგრადი განვითარების ანგარიშგებას უწოდებენ) ქართული კომპანიების წლიური ანგარიშების შეფასებით და ანგარიშგების საუკეთესო პრაქტიკის მქონე კომპანიებისთვის ჯილდოს გადაცემით საწარმოების სამ ძირითად კატეგორიაში, ესენია: მსხვილი საფინანსო კომპანიები, მსხვილი არასაფინანსო კომპანიები და მცირე და საშუალო საწარმოები. დაჯილდოების ცერემონია უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას, წარმოაჩენს გამარჯვებულებს და ემსახურება კავშირების დამყარებას, ისევე როგორც შესაბამისი ინფორმაციის, მოსაზრებებისა და იდეების გაცვლას და გაზიარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები