მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA-ს ჯილდო ბიზნესის წარმოებისთვის ხარისხის ნიშნად იქცა - დავით ონოფრიშვილი

დავით ონოფრიშვილი

ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ჯილდოს - BARTA-ს ფლობა გარკვეული ხარისხის ნიშნად იქცა ბიზნესისთვის. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რიგი კომპანიები კანონმდებლობით არიან ვალდებულნი ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები დაიცვან, ამ ტიპის ჯილდოს არსებობა, მათთვის კიდევ უფრო მეტი სტიმულის მიმცემია.

„საკმაოდ პოპულარული გახდა BARTA. ამ ჯილდოს მიღება საკმაოდ პრესტიჟულია დღეს. კომპანიები მიიჩნევენ, რომ ამ ჯილდოს მიღება კიდევ უფრო ზრდის ცნობადობას, შესაბამისად ეს მათთვის კიდევ ერთი ხარისხის ნიშანია როგორც ბიზნესის წარმოებისთვის, რადგან აღიარებული ჯილდოა.

BARTA დაარსდა 2019 წელს, როცა საქართველოში მიმდინარეობდა ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი. ერთ-ერთი კომპონენტი იყო ფინანსური გამჭვირვალობა.

როცა ევროკავშირისკენ მიემართები ბუღალტრული აღრიცხვა, შემდეგ ანგარიშვალდებულება და მისი გამოქვეყნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. კანონი დღეს ავალდებულებს მთელ რიგ კომპანიებს გამოაქვეყნონ ანგარიშგებები, მათ შორის სააქციო საზოგადოებებს, სადაზღვევო კომპანიებს. საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს. აქციების ბაზარი ჩვენთან ისე განვითარებული არ არის, მაგრამ როგორც უცხოეთში, თუ ინფორმაცია არ არსებობს კომპანიის შესახებ, მის აქციას არავინ იყიდის.

კანონმდებლობამ უკვე განსაზღვრა, რომ გარკვეული კატეგორიის კომპანიებმა აუცილებლად უნდა გამოაქვეყნონ ანგარიშგებისა და აუდიტორული დასკვნები. ეს კონკურსიც სტიმულატორია ამის. კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ამ კონკურსში გამარჯვება, რადგან ეს სტატუსი მათ პოზიტიურად და საიმედოდ წარმოაჩენთ საზოგადოებაში“,-აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

BARTA -ს კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება 31 ოქტომბერს დასრულდა. სპეციალური ჟიური საუკეთესო წლიური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ჯილდოს გამარჯვებულებს დეკემბერში გამოავლენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები