მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზღვევის სფეროში მომხმარებლების საჩივრები ბოლო სამი წელია, 3-4-ჯერ გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი

დაზღვევა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ მომხმარებლების საჩივრების რაოდენობა გაზრდილია. როგორც მან ჟურნალისტებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის V საერთაშორისო კონფერენციაზე განუცხადა, დღეს მომხმარებელს აქვს ყველა საშუალება და ინფორმაცია უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რაც მიმართვიანობაზეც აისახება.

მისივე თქმით, სასამართლოში საქმეები მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან საკითხები კომპანიის და ზედამხედველობის სამსახურის დონეზე გვარდება.

"ზოგადად, დაზღვევის სფეროში რაც უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემ მომხმარებელს, თავისი უფლებები დაიცვას, შეიძლება, ჩანდეს, რომ მეტი მომართვიანობაა. როცა მომხმარებელმა არ იცის, ვის მიმართოს და თავის უფლებებს ვერ იცავს, ამ დროს მომართვიანობა შეიძლება, საერთოდ ნული იყოს. მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს ჯერ სადაზღვევო კომპანიას, ამის შემდგომ არის ჩვენი სამსახური, შემდგომ - სასამართლო, მაგრამ ძირითადად, პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი სასამართლო ქეისები და ეს ძალიან კარგია. მომართვიანობა ჩვენთან უკვე ბოლო სამი წელია, გასამმაგებულია, გაოთხმაგებულია, იმიტომ, რომ (მე ყველგან ამაზე ვსაუბრობ) ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, სადაც შეუძლიათ, მოგვმართონ, დაეკონტაქტონ ჩვენს თანამშრომლებს. თუნდაც 5 წლის წინანდელზე, 10 წლის წინანდელზე ხომ საერთოდ აღარ არის საუბარი. დღეს მომხმარებელს აქვს ყველა საშუალება და ინფორმაცია, რომ მოგვმართოს და ჩვენ დავიცვათ მისი უფლებები",- ამბობს დავით ონოფრიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები