მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BARTA-ს კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

632b0bb7a6feb
ინგა მურუსიძე
21.09.22 16:58
522
ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით 2022 წლის კონკურსის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოსთვის რეგისტრაცია დაწყებულია. წლევანდელი BARTA ღიაა საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის, რომელთა შორის არიან A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალი კომპანიები, ბანკები თუ სადაზღვევო კომპანიები. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა.

ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლელა ხუჭუა აცხადებს, რომ საწარმო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გარკვეულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

„მოგეხსენებათ, საწარმო გარკვეულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. BARTA-ში მონაწილეობით, მოწმდება მათი წლიური ანგარიშგება, და ეს არის ჯილდო, რომელიც მიენიჭება იმ კომპანიებს, რომლებმაც ყველაზე კარგად მოამზადეს ეს ანგარიშგება.

კონკურსი ძალიან უწყობს ხელს ზოგადად, ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებას და ზოგადად, კარგი იქნება, რომ ყველა საწარმო, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ ამ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, შეიტანოს განაცხადი და თავისი ანგარიშგებები დახვეწოს და გაუტოლოს საერთაშორისო სტანდარტით მომზადებულ ანგარიშგებებს“, - განაცხადა ლელა ხუჭუამ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები