მსოფლიო ბანკმა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს გაცემის რიგით მეექვსე ცერემონიაზე გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგების და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები გამოავლინა.
ჯილდო მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით რასაც შედეგად უფრო მეტად გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვა.
BARTA-მ გამარჯვებულები 9 კატეგორიაში და ახალ, საუკეთესო დებიუტანტი კომპანიის ნომინაციაში გამოავლინა.
გამარჯვებულები გახდნენ:
- გამარჯვებული მსხვილი საფინანსო კომპანია (500 ან მეტი დასაქმებული) – სს „თიბისი ბანკი"
- საპატიო ჯილდო მსხვილი საფინანსო კომპანიისთვის – სს მისო „კრისტალი“
- გამარჯვებული მსხვილი არასაფინანსო კომპანია – სს „საქართველოს რკინიგზა“
- საპატიო ჯილდო მსხვილი არასაფინანსო კომპანიისთვის – სს “სილქნეტი”
- გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია (500 -ზე ნაკლები დასაქმებული) – სს „თიბისი ლიზინგი“
- საპატიო ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიისთვის – სს მისო „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“
- გამარჯვებული მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიში (მსხვილი საფინანსო კომპანიები) – სს „საქართველოს ბანკი"
- გამარჯვებული მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის (მსხვილი არასაფინანსო კომპანია) – შპს “თეგეტა მოტორსი”
- გამარჯვებული მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის (მცირე და საშუალო კომპანია) – სს “პროკრედიტბანკი საქართველო”
- საპატიო ჯილდო საუკეთესო დებიუტანტი კომპანიისთვის: სს “ბაზისბანკი”

























