მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA სდპ-ებისა და პირველი კატეგორიის საწარმოების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

6433bd482a588
BM.GE
10.04.23 12:04
412
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) საორგანიზაციო კომიტეტმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის (RSF) ხელშეწყობით, სდპ-სა და პირველი კატეგორიის საწარმოთათვის/ჯგუფებისთვის გამოკითხვა მოამზადა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად SARAS-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"მოცემული გამოკითხვა მიზნად ისახავს BARTA-ის კონკურსის შემდგომ განვითარებას და აგრეთვე ხელშეწყობის იმ მიმართულებების გამოვლენას, რაც საწარმოებს ანგარიშგების დახვეწაში დაეხმარება.

გამოკითხვა ჩატარდება კონფიდენციალურობის სრული დაცვით და მისი შედეგები აგრეგირებულად გასაჯაროვდება სამსახურის და BARTA-ის ვებგვერდებზე.

გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://www.barta.ge/survey,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები