მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA2023: მთავარი ტენდენციები;

ფინანსური ანგარიშგება ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ამის შესახებ ფინანსური გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე საუბრისას ბიემჯის გადაცემა ანალიტიკასთან მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში პროგრამების მენეჯერმა ედრიან ფოზარდმა განაცხადა. მისი თქმით, სწორედ, ფინანსური ანგარიშგება უყრის თავს ყველა იმ ინფორმაციას, რასაც საბოლოო გავლენა აქვს ინვესტირების გადაწყვეტილებაზე.“ BARTA - საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო - ცდილობს მხარი დაუჭიროს კომპანიებს, რომ მოამზადონ მაღალი ხარისხის წლიური ანგარიშები და ამით გააუმჯობესონ ფინანსური ინფორმაციის ხარისხი“, - აცხადებს ედრიან ფოზარდი და აღნიშნავს, რომ წელს დაჯილდოებაში 29 კომპანია მონაწილეობს, მათგან 12 თვით–ნომინირებულია.“ ჯილდოს მიმართ აშკარად იგრძნობა მზარდი ინტერესი – კომპანიებს სურთ კონკურსში მონაწილეობის მიღება და საკუთარი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება“ - ამბობს ედრიუ ფოზარდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები