მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#BARTA2023: მთავარი ტენდენციები - ინტერვიუ ედრიან ფოზარდთან

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო - BARTA. კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. ევროპული და გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ კი, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირობებში, ამ ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მნიშვნელობის მაჩვენებელია 2023 წლის კონკურსში მდგრადი ანგარიშის ორი ნომინაციის შენარჩუნება. ანგარიშები უნდა მომზადდეს საყოველთაოდ აღიარებული საფუძვლების გამოყენებით, როგორიცაა წლიური ანგარიშის ნაწილის სახით წარმოდგენილი გლობალური ანგარიშგების ინიციატივა.

2023 წელს BARTA გაფართოვდა და პირველად გაიხსნა პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის, ისევე როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის, რომელთა შორის არიან A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალი ყველა კომპანია. ბირჟაზე დალისტულმა ყველა კომპანიამ, რომლებმაც შესაბამისობის კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, ისევ ავტომატურად მიიღეს მონაწილეობა შეფასებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიებს ჰქონდათ აუდიტის უპირობო დასკვნა და კომპანიის კატეგორიისთვის სავალდებულო ყველა ანგარიში, რომელთა წარდგენისთვისაც შესაბამისი ვადები არ დარღვეულა. საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებმა და პირველი კატეგორიის კომპანიებმა თუ ჯგუფებმა, განაცხადის თვითწარდგენის უფლებით ისარგებლეს.

BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა.

2021 წლის აპრილში ევროკომისიამ ევროკავშირის მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ღონისძიებების მხარდასაჭერად, კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა დააინიცირა. გამოდის, მდგრადი ანგარიშგება ევროკავშირში ისეთსავე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, როგორიც ფინანსურ ანგარიშგებას უკავია. შეიძლება გლობალურადაც იმავეს ველოდოთ, რამდენადაც ფასს-ის ფონდი მდგრადი ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაზე მუშაობს.

ედრიან ფოზარდი - პროგრამების მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში, მსოფლიო ბანკი.

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები