საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს. “არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია, ის როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი და საპატიო თავმჯდომარე ჩართული არის პოლიტიკურ პროცესებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, რა რჩევებს იღებს პრემიერი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისგან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს მათი პარტიის შიდა საქმეა.
„რჩევები არის ჩვენი შიდა საქმე, რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით და რაზე საუბრობს პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, არის ჩვენი შიდა სამზარეულო. ყველაფერი ისე წარიმართება, რაც გათვალისწინებულია პარტიის წესდებით“, - აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. იგი "ქართულ ოცნებაში" პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით იქნება. აქვე გეტყვით, რომ მანამდე "ოცნების" წესდებით პარტიაში ასეთი თანამდებობა არ არსებობდა.