მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბატონ-ყმობაში ვიყავით საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და არ გვჭირდება ისეთი კავშირები, სადაც იგივე დამოკიდებულება იქნება - კალაძე

თბილისის მერია

ბატონები არ გვჭირდება, ბატონ-ყმობაში ვიყავით საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და არ გვჭირდება ისეთი კავშირები, სადაც იგივე დამოკიდებულება იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას არ უნდა ომი ქვეყანაში და არ უნდა ქვეყანა მიუერთდეს სანქციებს.

„მერწმუნეთ, ყველაფერი დალაგდება. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია - ჩვენ არ გვინდა ომი ქვეყანაში, არ გვინდა „მეორე ფრონტის“ გახსნა, არ გვინდა ქვეყანა მიუერთდეს სანქციებს, იმიტომ რომ, ეს პირდაპირ აისახება თქვენზე, ჩემზე, ჩვენს თანამოქალაქეებზე, იმ გლეხზე, ვინც შრომობს, მცირე და საშუალო ბიზნესზე, ვინც კაფეებში, რესტორნებში მუშაობს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს - ყველაზე აისახება. თავზე დაგვენგრევა და დაგვემხობა ეკონომიკა და შეიძლება, სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ. არ გვინდა, კაცო, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველანაირი თვალსაზრისით დამაზიანებელი იქნება.

არ გვინდა იგივე ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც უკრაინაში ხდება. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ჩვენ გვინდა მშვიდობა, განვითარება, წინსვლა, მეგობრობა...

ბატონები არ გვჭირდება, კაცო, ბატონ-ყმობაში ვიყავი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და არ გვჭირდება ისეთი კავშირები, სადაც იგივე დამოკიდებულება იქნება. ევროკავშირი რატომ არის საინტერესო? იმიტომ, რომ არის სხვადასხვა სახელმწიფოები, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ. ამ ყველაფრით არის საინტერესო ევროპა, რომ მრავალფეროვნებაა და არა რაღაც ერთნაირად დაშტამპული სახელმწიფოები“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები