სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მოუწოდებს, სომხეთის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი პროცესი სომხეთის შიდა საქმე და ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ნაწილია.
"ეს სამართლებრივი პროცესი სომხეთის შიდა საქმეა და ბატონი ლავროვი ნუ ჩაერევა სომხეთის შიდა საქმეებსა და პოლიტიკაში", - თქვა მინისტრმა.
მანამდე ლავროვმა განაცხადა, რომ ეკლესიაზე თავდასხმა შემაშფოთებელია და არ სურს ეს ინსტიტუტი დაუსაბუთებელი თავდასხმის სამიზნე იყოს. სომხეთში საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი პატრიარქსა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს წესების დარღვევაში სდებს ბრალს. 28 ივნისს, სომხეთის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანს.



























