მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმელებო, თქვენთან იმისთვის ჩამოვედი, რომ ჩემი სოლიდარობა გამოგიცხადოთ - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებსა და აქციის მონაწილეებს მიმართა. მან ბათუმელებს სოლიდარობა გამოუცხადა და მათ შორის, მზია ამაღლობელზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, დღეს ჩვენი ქვეყნის სახეა.

"ბათუმელებო, თქვენთან იმისთვის ჩამოვედი, რომ ჩემი სრული სოლიდარობა და პატივისცემა გამოგიცხადოთ და გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ მე თქვენთან ვიქნები ბოლომდე და ის ბოლო არის ჩვენი გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება.

მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს, ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ღირსების, ჩვენი მომავლის სახე და ამიტომ ვართ ყველანი ერთად მის ირგვლივ და მასთან ერთად ვიქნებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად იქნება ძლიერად იქნება იმიტომ, რომ დღეს ის არის საქართველო",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი მიმართვის შემდეგ აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ, სადაც ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტს მოისმენენ.

დღეს, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში პროტესტში მონაწილე აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებული აქტივისტები და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრები.

ამასთან, ზურაბიშვილი „ბათუმელების" დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის "ბათუმელების" რედაქციას ეწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები