საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად
აღდგენილია.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები გრძელდება.
"შეგახსენებთ, რომ ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, 16 აგვისტოს საღამოს პერიოდიდან აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა გუშინ შეიზღუდა.