"დღეს ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ", - ამის შესახებ "ორბი ჯგუფის“ და „ბლოკ ჯგუფის“ დეველოპერული პროექტის - Cipriani Batumi-ის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლისას "ბლოკ ჯგუფის" მმართველმა პარტნიორმა თორნიკე ჯანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმი და ზოგადად საქართველო მზად არის ასეთი პროექტებისთვის.
"Cipriani Batumi იქნება სრულფასოვანი დანიშნულების ადგილი, უმაღლესი დონის რეზიდენციები, სასტუმრო, რესტორნები, სპა და გასართობი სივრცეები. რონალდინიოს მიერ პირველი რეზიდენციის მიღება არის ნდობის საჯარო დადასტურება - ეს აჩვენებს, რომ ბათუმი და საქართველო მზად არის ასეთი პროექტებისთვის. დღეს ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ", - განაცხადა მან.
Cipriani Batumi ბრენდის პირველი პროექტია რეგიონში. პროექტს ORBI Group და BLOCK Group ერთობლივად განახორციელებენ.
მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. ღონისძიების საპატიო სტუმარი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო იყო. მას, როგორც პროექტში რეზიდენციის პირველ მფლობელს, სიმბოლური გასაღები გადაეცა.
პროექტის პრეზენტაციას ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, Cipriani-ს ხელმძღვანელი ჯუზეპე ჩიპრიანი და ORBI Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე.
























