„ორბს“ ფეხბურთის მსოფლიო ლეგენდა რონალდინიო ეწვია. კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი კვერღელიძის განცხადებით, ფეხბურთელმა ბათუმში „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ ახალი მაღალი კლასის დეველოპერულ პროექტ Cipriani Batumi-ში პირველი აპარტამენტის მფლობელი გახდება.
ბიზნესმენმა „იმედის დღეში“ ბათუმში დაგეგმილ ახალ დეველოპერულ პროექტზე ისაუბრა, რომლის წარდგენაც დღეს მოხდება. Cipriani Batumi-ს პროექტში სტუმარმასპინძლობის იტალიური ლუქს-სეგმენტის ბრენდი Cipriani შედის და ამ პროექტის წარდგენას კომპანიის გენერალური დირექტორი და გლობალური გაფართოების მიმართულებით ხელმძღვანელი ჯუზეპე ციპრიანი უმცროსი დაესწრება.
„Cipriani უკვე საქართველოშია. მსოფლიო ულტრა ლუქს სეგმენტში ყველაზე გამორჩეულ ბრენდის ისტორია 1931 წლიდან ვენეციიდან იწყება. ის საქართველოშია და ამ ბრენდის საქართველოში შემოსვლით ქართული სტუმარმასპინლობის პოზიციონირება იზრდება. ამ კლასის ბრენდის საქართველოში შემოსვლა უპრეცედენტოა. ჯუზეპე ჩიპრიანი საკმაოდ ხშირად სტუმრობს საქართველოს და პირადად ეცნობოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ბოლო პერიოდში მიაღწია - ნაკლებ ბიუროკრატიას, წარმატებებს, რომელიც ციფრებში საქართველოს წამყვან და გამორჩეულ ქვეყანას აქცევს - ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება ამ უმნიშვნელოვანესი ბრენდის საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება.
დეველოპერულ პროექტს „ორბი ჯგუფი“ და „ბლოკ ჯგუფი“ ერთობლივად ახორციელებენ, რომელიც ხაზს უსვამს ქართული ბიზნესის შესაძლებლობას და ამბიციებს.
4 ნოემბერს, ბათუმში დაგეგმილია Cipriani Batumi პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. პირადად ჯუზეპე ჩიპრიანიც იქნება ამ ღონისძიებაზე“, - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.
მისივე თქმით, რონალდინიო ბათუმელი ხდება. "ორბის" Facebook-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიო ლეგენდა ბათუმში ჩამოვიდა..
„სასიამოვნო ფაქტია, რომ ამ ღონისძიებას შეუერთდება მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო დაესწრება. მნიშვნელოვანია, რომ მისი ვიზიტი მხოლოდ ბათუმში ჩამოსვლასთან არ არის დაკავშირებული, ის ხდება ბათუმელი. Cipriani Batumi-ს პროექტში პირველი მყიდველი იქნება მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო.
მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ რონალდინიო ჩვენი თანაქალაქელი ხდება და ის ხშირად იქნება ჩვენს ქალაქში, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს თანაქალაქელებს რომ ერთად გავატაროთ დრო და მსოფლიო ლეგენდასთან ერთად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქალაქი სხვა რაკურსით", - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.
მისივე ინფორმაციით, Cipriani Batumi-ს პროექტი მოიცავს 100-ოთახიან ულტრა ლუქს სასტუმროს, ღონისძიებების დარბაზი, გასართობი სივრცეებს, ყველა იმ კონცეფციის რესტორანს, რომელიც Cipriani-ს ბრენდს გასტრონომიის ნაწილში აქვს. ამ კომპლექსში იქნება უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი რეზიდენციები, რომელიც სასტუმროსგან ავტონომიურია და წარმოდგენილი იქნება 70 რეზიდენციით. "ეს ჩვენს ქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების ხარისხის გაზრდისა და მაღალმხარჯველუნარიანი მოსახლეობის გაჩენას ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა "ორბის" გენერალურმა დირექტორმა.
























