წელს პირველად, ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, კონკურსის შედეგები 11 ნოემბერს, ომანის დედაქალაქ მუსკატში გახდება ცნობილი.
„ამჯერად ბათუმს World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად მსოფლიოს მასშტაბით საფრანგეთის, იაპონიის, კოლუმბიის, მექსიკის, ლაოსის, ურუგვაის, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტურისტულ ქალაქებთან მოუწევს კონკურენცია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.