მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმი: უძრავი ქონების ბაზრის ახალი ტენდენციები

პონტუს 2

ბათუმი, შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქი, უკვე დიდი ხანია ინვესტორების მთავარი სამიზნეა. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობს:

საინვესტიციო მიღწევები:

ბათუმმა უკვე ბევრჯერ მიიღო საუკეთესო საინვესტიციო ქალაქის წოდება და ფორბსის პრესტიჟული რეიტინგის სიის სათავეშიც მოხვდა. World Travel Awards 2022-მა კი ბათუმი დაასახელა ევროპის ყველაზე მზარდ ტურისტულ მიმართულებად. Skytrax-ის მიხედვით, ევროპის საუკეთესო აეროპორტების სიაში ბათუმის აეროპორტი საამაყო მე-7 ადგილს იკავებს.

საინვესტიციო ბუმი:

საინვესტიციო ქონების დაბალი ფასებისა და მოქნილი საგადასახადო სისტემის წყალობით, ბათუმი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცა, აპარტ-სასტუმროები კი საინვესტიციო განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა. 2018 წელს ბათუმში გაიყიდა 10,000 ბინა, როცა უკვე 2022 წელს ამ რიცხვმა 16,000-ს გადააჭარბა. (რიცხვი გამოთვლილია NAPR-ს მონაცემებზე დაყრდნობით).


უძრავი ქონების ბაზრის ტრანსფორმაცია

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბაზარზე ბინების მიწოდების ზრდამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. თუკი 2022 წლამდე ფასები სწრაფად იზრდებოდა, ამ წლის შემდეგ დაიწყო კლება და დაუბრუნდა 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს (NARR-ს მონაცემების მიხედვით). ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ბაზარზე უძრავი ქონების მოთხოვნა უკვე სრულად იყო დაკმაყოფილებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალაქს არ დაუკარგავს მიმზიდველობა ინვესტორებისთვის.

ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის ტენდენციები:

როგორც აღმოჩნდა, მოთხოვნა უძრავ ქონებაზე რჩება, მაგრამ აქცენტი სხვა სეგმენტზე - ძვირად ღირებულ სასტუმროს საინვესტიციო ქონებაზე გადავიდა.

ბათუმში სასტუმროების ინდუსტრიამ პანდემიის შემდეგ ბუმი განიცადა, სასტუმროების 67% სტაბილურად დაკავებული იყო, ხოლო ოთახების საშუალო ფასმა 6 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. (STR Global მონაცემების საფუძველზე).


2021 წლის მონაცემებით, ქალაქში არსებული 242 სასტუმროს 1,000 ვიზიტორზე მხოლოდ 5,38 საწოლის შემოთავაზება შეუძლია, როცა გლობალურ ბაზარზე საშუალო მაჩვენებელი 15 საწოლს შეადგენს.

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს (GNTA) 2022 წელს ტურისტული ვიზიტების სტატისტიკის ანალიზიდან გამომდინარე, თვალშისაცემია ტურისტების ქცევის საინტერესო ტენდენციები. კერძოდ, 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ტოპ 5 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე დიდ თანხას ხარჯავენ შედის: ირანი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი. აქედან კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძვირად ღირებული სასტუმროების მთავარი ვიზიტორებიც სწორედ ისინი არიან.

ინვესტიციების ახალი შესაძლებლობები:

სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე გადაწყვიტა ქართულმა დეველოპერულმა კომპანიამ, პონტუს დეველოპმენტმა, გაეკეთებინა ინვესტიცია 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ბრენდის, Rotana-ს სახელის ქვეშ აშენდება.

პროექტის უნიკალური მახასიათებლები:

Pontus Rotana Resort & Spa Gonio პროექტის საინვესტიციო მომგებიანობაში დარწმუნებულნი არიან როგორც პონტუს დეველოპმენტი, ასევე Rotana. რიგ ფაქტებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ სასტუმრო საკმაოდ კონკურენტუნარიანია ბაზარზე.

პროექტის პერსპექტიულობას ადასტურებს არამხოლოდ არაბეთის გაერთიანებული საემიროების 5 ვარსკვლავიანი ნომრების მაღალი ფასების პოლიტიკა, არამედ რეალისტური პროგნოზი, რომ სასტუმრო მთელი წლის განმავლობაში იქნება დაკავებული. ამ მოლოდინებს რამდენიმე მნიშვნელოვანი არგუმენტიც ამყარებს:

  1. Rotana-ს ბრენდი ძალზე პოპულარულია სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ამ ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოსვლა ახალ ჰორიზონტს უხსნის ლუქს სეგმენტს, რომელიც აქამდე არ იყო წარმოდგენილი საქართველოში.
  2. Rotana-ს კლუბის აქტიური წევრების რაოდენობა აჭარბებს 700,000-ს, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ სასტუმროს ეყოლება ლოიალური ვიზიტორების მუდმივი ნაკადი.
  3. სასტუმროს წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ისიც, რომ ეს პროექტი იქნება Rotana-ს ქსელის პირველი საკურორტო სასტუმრო ევროპაში, ასევე Rotana-ს პირველი სასტუმრო საქართველოში, რომელიც მოიცავს კაზინოსაც. ეს უდავოდ დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ტურისტული ჯგუფების მოზიდვისთვის, თუნდაც ცხელი სეზონის მიღმა.
  4. დაბოლოს, როგორც "საუკეთესო ბიზნეს სასტუმროების ბრენდი ახლო აღმოსავლეთში", Rotana უზრუნველყოფს, რომ პროექტი მოიზიდავს არამხოლოდ დამსვენებლებს, არამედ ბიზნეს მოგზაურებსაც. ამ უკანასკნელთათვის სასტუმრო უზრუნველყოფს დიდ საკონფერენციო დარბაზსა და ყველა საჭირო პირობას.

ეს პროექტი წარმოადგენს არამხოლოდ ერთჯერად ინვესტიციას, არამედ მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბათუმისა და მისი შემოგარენის წარმატებაში, აყალიბებს ქალაქს, როგორც ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს ტურიზმისა და ინვესტიციების რუკაზე.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები