სულ რამდენიმე დღის წინ პორტუგალიაში, მადეირას რეგიონში გამართულ რიგით 26-ე WORLD TRAVEL AWARDS-ზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მიიღო. WORLD TRAVEL AWARDS-ი ტურიზმის ოსკარის სახელწოდებით არის ცნობილი და არა მარტო ქალაქებს, არამედ წამყვან სასტუმროებს, ტურისტულ სააგენტოებს, ტურისტულ ატრაქციებს, მიმართულებებს, ტუროპერატორებს, ასევე საზღვაო, საგზაო და საჰაერო ტრანსპორტის კომპანიებს აჯილდოვებს. გამოვლინდა საქართველოს წამყვანი ბიზნეს სასტუმრო, მანქანების გაქირავების კომპანია და ასევე 2019 წლის წამყვანი სასტუმრო ბრენდიც.
სტუმარი: ნინო ხახუბია - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებისა და რეკლამის სამსახურის უფროსი


































