მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმიდან გონიომდე ახალი საფეხმავლო ხიდის მოწყობა იგეგმება - ზურაბ პატარაძე

ჭოროხი

ბათუმიდან გონიომდე, მდინარე ჭოროხზე ახალი საფეხმავლო ხიდის მოწყობა იგეგმება - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

„ვმუშაობთ სიახლეზე, რათა მდინარე ჭოროხზე მოვაწყოთ და ავაშენოთ ახალი საფეხმავლო ხიდი, რომელიც ბათუმის ცენტრალურ ნაწილს გონიოსთან დააკავშირებს. შესაბამისად ვიზიტორებს, სტუმრებს, ჩვენი ქალაქის მკვიდრებს შეეძლებათ თავისუფლად ფეხით ისეირნონ და ხიდით გადავიდნენ გონიო-სარფის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო მეტ პოპულარობას შესძენს და ჩვენი ულამაზესი ბათუმის ცნობადობას აამაღლებს“, - განაცხადა პატარაძემ.

მისი ინფორმაციით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა წელს დასრულდება და გოდერძის უღელტეხილამდე და ბეშუმამდე ახალი გზით მისვლა შესაძლებელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები