მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმიდან მილანში ფრენების დაწყებაზე Georgian Airways-სთან მოლაპარაკებები გვაქვს - თეა ზაქარაძე

თამაზ გაიაშვილი

TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის, კონკრეტულად კი მილანის მიმართულებით ფრენების დამატებაზე Georgian Airways-თან მოლაპარაკებების აწარმოებს. ამის შესახებ თბილისის და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თეა ზაქარაძემ აღნიშნა, რომ კომპანიის სურვილია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის დატვირთვა გაიზარდოს და ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, მრავალწლიანი ინტერვალის შემდეგ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დღეს, პირველი რეისი შესრულდა.

მნიშვნელოვანია ასევე ბათუმის აეროპორტიდან ჩვენ ევროპის მიმართულებით პირდაპირი რეისები არ გვაქვს. შესაბამისად, ბათუმიდან ევროპის მიმართულებით ფრენების გახსნაზე ამ ეტაპზე Georgian Airways-სთან მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ამ ეტაპზე მილანზეა საუბარი, ასევე განვიხილავთ სხვა მიმართულებებსაც.

ვფიქრობთ, რომ თუ ამ [თბილისი-ბათუმის] რეისის დატვირთვა შესაძლებელი იქნება და უახლოეს პერიოდში პირველად ბათუმიდან მილანის მიმართულებას გავხსნით. ეს ჩვენი ქვეყნიდან ძალიან მოთხოვნადი მიმართულებაა. თბილისი-მილანის რეისებს ორი ავიაკომპანია ასრულებს. ასევე ქუთაისიდან და ძალიან დიდი შესაძლებლობა იქნება მგზავრებისთვის, თუ ეს რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან იფუნქციონირებს“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ და დასძინა, რომ დეტალური ინფორმაცია ქართულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაცხადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები