მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის აეროპორტიდან Azimut-ის თვითმფრინავი ვერ აფრინდა

ბათუმიკ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Azimut-ის თვითმფრინავი, რომელსაც რეისი მოსკოვის მიმართულებით უნდა შეესრულებინა, ვერ აფრინდა - ინფორმაცია ამის შესახებ პირველად "აჭარა თაიმსმა" გაავრცელა.

როგორც BMG-ს TAV Georgia-ში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი თავად ავიაკომპანიაა, აეროპორტი კი რეისებს შეუფერხებლად იღებს და უშვებს. უცნობია, რა გახდა Azimut-ის შეფერხების მიზეზი.

მედიის ინფორმაციით, ბორტზე მყოფ მგზავრებს თვითმფრინავის დატოვება აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე მოსთხოვეს ისე, რომ მიზეზები არ განუმარტავთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები