მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის აეროპორტს ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტი ექნება

64a52edd88cd7
BM.GE
05.07.23 13:25
854
ბათუმის აელქსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტი და საშვთა ბიუროს შენობა ექნება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 823 ათას ლარს შეადგენს.

სატენდეო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული ობიექტი აეროპორტის შენობის მიმდებარედ განთავსდება.

ტენდერში ამჟამად წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს, პროექტის განხორციელებას აეროპორტების გაერთიანებას შპს აბსოლუტპლუსი 793 ათას ლარად სთავაზობს.

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული ობიექტი 7 თვის ვადაში უნდა ააშენოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები