მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორი საერთაშორისო აეროპორტის გვერდიგვერდ არსებობა არცერთის განვითარებას ხელს არ უწყობს" - დავითაშვილი ბათუმის აეროპორტზე

აეროპორტსი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გვერდიგვერდ ორი საერთაშორისო აეროპორტის არსებობა უბრალოდ აკეთებს კანიბალიზაციას და არცერთის განვითარებას ხელს არ უწყობს. ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისა და გურიაში პოტენციურად აეროპორტის განვითარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება ბათუმში აეროპორტის გამტარიანობას, ბათუმში მგზავრთნაკადი იზრდება. ბათუმის აეროპორტის შესწავლა-შეფასება მიმდინარეობს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა ტიპის ინტერვენცია იქნება საჭირო, მათ შორის სატერმინალო ნაწილში, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად იმისთვის, რომ ადეკვატურად მოემსახუროს ქალაქ ბათუმს.

ბათუმში ასე ახლოს აეროპორტის ქონა ეს არის მხოლოდ პლუსი, ბათუმის ტურისტულ და საქმიან მიმზიდველობას ზრდის და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავიტანთ სხვაგან აეროპორტს, ის პირდაპირ კონკურენციაში მოვა ქუთაისის აეროპორტთან, რადგან გურიაში პოტენციური აეროპორტი იქნება ძალიან ახლოს, მით უმეტეს უკვე დასასრულს უახლოვდება ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით გადაადგილების ხანგრძლივობას მხოლოდ შეამცირებს. ორი საერთაშორისო აეროპორტის გვერდიგვერდ არსებობა უბრალოდ აკეთებს კანიბალიზაციას და არცერთის განვითარებას ხელს არ უწყობს.

დიდი შესწავლა და ღრმა ანალიზი არ სჭირდება ამას, თუმცა ეს ანალიზიც გაკეთებულია. მკაფიოდ იკვეთება, რომ ბათუმში აეროპორტის განვითარების საჭიროა, მაგრამ ბათუმი, როგორც ქალაქისთვის ლოკალური გამოყენების აეროპორტი პრიორიტეტულია, ხოლო საერთაშორისო სატრანზიტო აეროპორტის განვითარება დასავლეთ საქართველოში მეორე, რომელიც უკვე გვაქვს ქუთაისის აეროპორტის სახით, მიზანშეწონილი არ არის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები