მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ქუთაისში პირველი მცირე სატვირთო ტერმინალი აშენდება - ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის თქმით, წელს, ქუთაისში პირველი მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი მოეწყობა, რაც ავია მიმართულებას მთელს დასავლეთ საქართველოში განავითარებს.

დავითაშვილის თქმით, დაწყებულია 2024 წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება.

"წელს მოეწყობა პირველი მცირე სატვირთო ტერმინალი ქუთაისში, რაც სატვირთო ოპერაციების განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს ავია მიმართულებით მთელს დასავლეთ საქართველოში, რაც ბევრი პროდუქტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო გააგრძელებს შიდა ფრენების სტიმულირებას.

შეგახსენებთ, დღეს, დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უსმენენ.

საკანონმდებლო ორგანოში,დღეს ირაკლი კობახიძის მომავალი მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდი წარდგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები