მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის აეროპორტში ცრუ შეტყობინების გამო, გამნაღმველები მუშაობდნენ

ბათუმის აეროპორტი
20.01.24 20:57
2164

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება 17:00 საათზე შევიდა, რის გამოც აეროპორტის თანამშრომლებსა და მგზავრებს შენობა დაატოვებინეს. აღნიშნულის გამო, თურქეთის მიმართულებით ფრენაც შეფერხდა.

გამნაღმველები ორი საათის განმავლობაში აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ასევე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

როგორც აეროპორტის ოპერატორ "ტავ ჯორჯიაში" განმარტავენ, შესაბამისმა სამსახურებმა სამუშაოები დასრულდეს და უახლოეს პერიოდში ფრენები აღდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები