მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ხელოვნური კუნძულის გზშ დახარვეზდა - დოკუმენტის დეტალები

ბათუმის კუნძული

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების გეგმა დაახარვეზა.

"ამბასადორი ბათუმი აილენდსს“ სააგენტომ დამაზუსტებელი ინფორმაციის წარდგენისთვის ორთვიანი ვადა მისცა, მანამდე კი სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პროცესი შეჩერებულია.

რაც შეეხება თავად სააგენტოს მიერ დაწყებულ მოკვლევას, 19 აპრილს გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შესწავლა არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლორა და ფაუნას” მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

რაც შეეხება სააგენტოს კონკრეტულ შენიშვნებს, რისი გამოსწორებისთვისაც კომპანიას 2 თვის ვადა აქვს, დოკუმენტში სხვადასხვა ხასიათის 36 შენიშვნაა.

  • გზშ-ის ანგარიშში ალტერნატივები საჭიროებს დასაბუთებას;
  • დოკუმენტაციაში მოცემულია შემომზღუდავი ნაგებობის თხემის განსაზღვრის ორი ერთმანეთისგან
    განსხვავებული პარამეტრი;
  • განმარტებას საჭიროებს შემომზღუდავი ნაგებობის თხემზე ტალღის გადმოდინების დასაშვები
    სიდიდე, რომელიც ეხება ნაგებობის გასწვრივ ფეხით მოსიარულეებს. როგორც ცნობილია, შტორმის დროს მნიშვნელოვან დეფორმაციას განიცდის წყალქვეშა ფერდობის მოხაზულობა. ასევე დასაბუთებას საჭიროებს შემომზღუდავი ნაგებობის ქვეშსაგები შრის სიგანე (2 მ). საჭიროა პერიოდული მონიტორინგის შედეგად, ასევე ყოველი ძლიერი შტორმის შემდეგ დაზუსტდეს აღნიშნული სიდიდე და მიეთითოს შესაბამის დოკუმენტაციაში;
  • დაზუსტებას საჭიროებს მოხდება თუ არა პლაჟწარმომქმნელი პროცესების დარღვევა კუნძულის
    მშენებლობის შემდგომ, შეიცვლება თუ არა სანაპირო ზოლის მორფოდინამიკა - რომელიც ზეგავლენას
    იქონიებს სხვა ტერიტორიების პლაჟების წარეცხვაზე. - ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ტერიტორიის მორფოდინამიკაზე დასკვნა ზოგადი სახისაა.
  • დაზუსტებას საჭიროებს კუნძულის ფორმირებისთვის საჭირო კლდოვანი მასალის მოცულობები და მისი ტრანსპორტირების, ასევე ლიცენზირებული კარიერებიდან ქვიშა-ხრეშის ტრანსპორტირებისა და ზემოქმედების საკითხები;
  • პროექტის მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, დასაზუსტებელია მართვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის და შესაბამისი ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების საკითხი, ასევე განთავსების ტერიტორია და პირობები, გზშ-ის ანგარიშში
    მოცემული უნდა იყოს კონკრეტული გეგმა დაბინძურებული/დაუბინძურებელი ფსკერული ნალექების მართვასთან დაკავშირებით, წარმოდგენილ გეგმაში ასევე უნდა აისახოს ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება დაბინძურებული ფსკერული მასალის ამოღება წყლიდან, ისე რომ არ მოხდეს სანაპირო ზონის ზღვის წყლის დაბინძურება;
  • იმ შემთხვევაში, თუ საკვლევ ტერიტორიაზე არ ბინადრობს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი
    ზურმუხტის სახეობები, აღნიშნული მიეთითოს და დადასტურდეს სათანადო სპეციალისტების მიერ.
    ასევე, თუ საკვლევი ტერიტორია ფრინველების მიერ სამიგრაციო პერიოდში გამოიყენება, ჩამოთვლილი უნდა იქნეს ფრინველთა სახეობები. გასათვალისწინებელია, მრავალი სახეობის დაცვის საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც ქვეყანას გააჩნია საერთაშორისო შეთანხმებებით.
  • ვინაიდან, ხელოვნური ნახევარკუნძულის და კუნძულის საძირკველი შესწავლილია მხოლოდ 35 მ სიღრმემდე, მიზანშეწონილია სულ მცირე, ფონდური (მაგ. სხვა, მათ შორის შესაძლებელია ნავთობის ძიების და/ან გეოფიზიკური) მასალის გამოყენებით დადგინდეს უფრო ღრმად განლაგებული გრუნტების შესახებ ინფორმაცია;
  • სათანადოდ უნდა შეფასდეს ხელოვნური კუნძულის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების დიფუზიური გაფრქვევები;
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გზშ-ის ანგარიშში განხილულია კუნძულის შემადგენელი მოლების ზემოქმედება ბათუმის საზღვაო ნავსადგურზე, თუმცა აღნიშნული ზემოქმედების დამადასტურებელი კვლევები, მათ შორის კომპეტენტური საზღვაო ინსტიტუტის (ლაბორატორიის) დასკვნა არ არის მითითებული;
  • აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს საჯარო განხილვაზე დასმული საკითხებისა და სააგენტოში წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების შესახებ დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისი ცხრილის სახით.

ბათუმში „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებით განცხადების განხილვა პირველად გასული წლის 15 ივნისს შეჩერდა.

მაშინ, კომპანიისთვის სააგენტოდან მიწერილი წერილში ეწერა, რომ „ამბასადორმა“ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით/ანგარიშით 2023 წლის 29 მაისს მიმართა, თუმცა, „წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები“ - ამის საფუძველზე, კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა.