მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

შავი ზღვა ბათუმი
BM. GE
31.08.23 13:32
71

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 15 და 19 აგვისტოს შავ ზღვაში წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განხორციელდა. უწყების თანახმად, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება  59 პარამეტრის მნიშვნელობები.

"კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები,  მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და  სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს,"- ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები