მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

64b65053a0093
BM.GE
18.07.23 12:39
3302
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 06 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ - ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა და 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი.

აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები