მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხს 10 დღეში ერთხელ შეამოწმებს

649930c4e3401
თამთა ჯიჯავაძე
26.06.23 10:33
1234
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს, - ამის შესახებ სააგენტო იტყობინება.

უწყების ცნობით, აღნიშნული კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

„სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად.

მიღებული შედეგები ეცნობება საზოგადოება ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო, შავი ზღვის მარილიანობა შემცირდა. ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, რუსეთის მიერ კაშხლის განადგურებით გამოწვეული ტექნოგენური კატასტროფა შავი ზღვის რეგიონს გრძელვადიანი გამოწვევებითაც ემუქრება. შექმნილია ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფრთხე და ინფექციების მატების რისკი, რის გამოც წლევანდელ სეზონზე კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა შავ ზღვაზე დასვენება და ბანაობა, საზოგადოების მხრიდან გააქტიურებულია. 

საშიშია თუ არა საქართველოში შავ ზღვაზე დასვენება? - ექსპერტი კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგებზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები