ბათუმის მერია ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია-გამაგრებას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 14 ივლისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 994 385 ლარია, თუმცა, ამაში გათვალისწინებულია ბათუმის მასშტაბით არსებული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებიც.
მხოლოდ მერიის ადმინისტრაციის შენობის რეაბილიტაციისთვის კი, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 6 994 484 ლარს. დანარჩენი 999 901 ლარი კი სხვა შენობების გამაგრება-გაძლიერებისთვის უნდა დაიხარჯოს.
ცნობისთვის, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რის გამოც, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭიროა შესაბამისი ნებართვის მიღება.