მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გადაზიდვებმა 1 მლნ ტონას მიაღწია - Wondernet Express Investment Group-ის გეგმები

64244f9c06b4a
სალომე ხიდურელი
29.03.23 20:00
648
ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გადაზიდვებმა 1 მლნ ტონას მიაღწია. ამის შესახებ, BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ Wondernet Express Investment Group-ის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანია გახდა პირველი რეგიონში, რომელმაც ამერიკული კომპანიის Chevron Cooperation-ის სასუქი ჩვენს შუა დერეფანში გამოატარა.

„ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო და განახორციელა მილიონი ტონის ტვირთის გადაზიდვა. ჩვენ ვემსახურებით ტვირთს ცენტრალური აზიიდან და, მოხარულები ვართ, რომ გავხდით პირველი კომპანია, რომელმაც, Trammo-სთან თანამშრომლობით, Chevron-ის ტვირთი ჩვენს შუა კორიდორში გაატარა. ეს არის დიდი მიღწევა არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, რადგან ეს პრეტენდენტი, როგორც ნაყარი ტვირთის არ არსებობდა და პირველად მოხდა, რომ „შევრონმა“ თავისი სასუქი ყაზახეთიდან ჩვენს კორიდორში გამოატარა“, - აცხადებს მამუკა მურჯიკნელი.

მისივე თქმით, Chevron-თან ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, Wondernet Express Investment Group-მა კი მათი ყველა ფაქტორის დაკმაყოფილება შეძლო. 
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ Wondert Express Investment Group ცენტრალური აზიიდან გაზრდილი ტვირთის ნაკადს მზად დახვდება.

„დღეს იმის აუცილებლობას ვხედავთ, რომ გავფართოვდეთ. აშკარად ძალიან მოიმატა ინტერესმა ჩვენს კორიდორში და გვინდა, მზად დავხვდეთ იმ პოტენციალს, რომელიც ცენტრალურ აზიაში გაჩნდა. ჩვენი უახლოესი დავალება ისაა, მაღალი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და დიდი რაოდენობის ტვირთს მოვემსახუროთ“, - აცხადებს მამუკა მურჯიკნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები