მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთო მგზავრობის 10000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

ბილეთი

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს, ჯამში დაფიქსირებული 52027 სამართალდარღვევის ფაქტიდან, მუნიციპალურ ავტობუსში უბილეთო მგზავრობის 10000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის 28000-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, 5727 ტროტუარზე დგომის ფაქტი. ასევე, დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევის შემთხვევების რიცხვმა 4000-ს გადააჭარბა.

ანგარიშის მიხედვით, წელს ავტობუსის გაჩერებაზე დგომის ფაქტმა 2000 შემთხვევას გადააჭარბა და ასევე, პარკირების წესების დარღვევის 1418 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე, 683 ფაქტი დაფიქსირდა ველობილიკზე არასწორი პარკირების და შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომის 224 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ბათუმში ევაკუირებული ავტომობილის 1200-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა და 100-მდე სანებართვო პირობების დარღვევა მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები