ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმის ქუჩები დაიტბორა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ე.წ ჭაობის დასახლებაში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე. წყალი საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და სარდაფებშიც შევიდა. უხვი ნალექის გამო, შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ყოველი წვიმის შემდეგ, ეს ქუჩები იტბორება.
"გზის ეს მონაკვეთი სულ იტბორება, როდესაც უხვი ნალექია. რომ არ იყოს კორუფცია, აყვავდებოდა ბათუმი", - თქვა ადგილობრივმა.
მეტეოროლოგების ცნობით, ბათუმში ნალექი დღესაც მოსალოდნელია.

[წყარო: ბათუმელები]




























