მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კაფე-ბარების მიერ ტროტუარზე მაგიდა-სკამების განთავსების ნებართვის შესაბამისობას სწავლობს

ბათუმი კაფე

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კაფე-ბარების მიერ ტროტუარზე პირველი კლასის კონსტრუქციისა და მაგიდა-სკამების განთავსების ნებართვის შესაბამისობას სწავლობს. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება.

"საზოგადოებრივ სივრცეში უნებართვოდ, ან ნებართვის დარღვევით განთავსებული კონსტრუქციები, მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს. ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობის მიზნით ტროტუარის შეზღუდვის წესი მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წელს დაადგინა.

ობიექტებმა დოკუმენტაცია კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა წარმოადგინონ", - იტყობინება ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.

საზოგადოებრივი ადგილებზე ჯიხურების, დახლების, ან სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური განთავსება ფიზიკურ პირის შემთხვევაში 500 ლარით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 1000 ლარის ოდენობით ჯარიმდება. იგივე ქმედება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ჯარიმდება 5 000 ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები