მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბათუმის ნავთობტერმინალი" განუბაჟებელი ნავთობის საქმეზე მენეჯმენტის დაკავებაზე განცხადებას აკეთებს - კომპანია აღნიშნავს, რომ თანამშრომლები ადგილზე არიან

ბათუმის პორტი

ბათუმის ნავთობტერმინალი კომპანიის მენეჯმენტის 3 წევრის დაკავებასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს. კომპანია აღნიშნავს, რომ მისი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და ტერმინალი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას. ამასთან, ნავთობტერმინალში აცხადებენ, რომ დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებენ.

3 დეკემბერს, საგამოძიებო სამსახურმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით განკარგვის ფაქტზე ყაზახეთის 3 მოქალაქე დააკავა.

"შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" გაცნობებთ ,რომ ტერმინალის ყველა მუშაკი იმყოფება სამუშაო ადგილზე. ტერმინალი ახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ტერმინალისა და მისი მუშაკების სამართლებრივი ინტერესები და უფლებები სრულიად დაცულია. გამოძიების საიდუმლოების დაცვის მიზნით, კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"თავს იკავებს დამატებითი კომენტარებისგან", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულება 15 მილიონ ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს. საქმეს სამართლებრივი კვალიფიკაცია ეძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ბათუმის პორტი" არის "ბათუმის ნავთობტერმინალის" საკუთრებაში, რომელიც თავის მხრივ 2006 წლიდან მოყოლებული ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის KazTransOil-ის მართვის ქვეშაა. კომპანიას პორტის და ნავთობტერმინალის მართვის 49-წლიანი ლიცენზია ეკუთვნის. კომპანიას ყაზახური მენეჯმენტი მართავს. ამ დროისთვის დაკავებულ პირთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომპანია დამატებითი კომენტარისგან ამჟამად თავს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები