მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის პორტიდან საბორნე მიმართულებები გაფართოვდა

ბორანი

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ინფორმაციით, ივლისში პორტმა გააფართოვა თავისი სამარშრუტო ქსელი კონსტანცასა და ბათუმს შორის ახალი საერთაშორისო საბორნე მარშრუტის ამოქმედებით და არსებულ ვარნა-ბათუმის მარშრუტზე კიდევ ერთი ბორნის დამატებით. კომპანიაში ელიან, რომ პროექტები გაზრდის საბორნე გადაზიდვების სიხშირესა და სანდოობას, ასევე შექმნის დამატებით შესაძლებლობებს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ახალი ტვირთნაკადების მოსაზიდად.

„მოსალოდნელია, რომ საბორნე გადასასვლელის გაფართოება 2026 წლის ბოლოსთვის მოიტანს დამატებით შემოსავალს დაახლოებით 300 000 აშშ დოლარის ოდენობით. სამარშრუტო ქსელის გაფართოება კიდევ უფრო ამყარებს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პოზიციებს, როგორც საკვანძო სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბისა შავი ზღვის აუზში, რაც ხელს უწყობს შემოსავლების დივერსიფიკაციას, ბიზნესის მდგრადობის ამაღლებასა და ტვირთბრუნვის შემდგომი ზრდისთვის პირობების შექმნას“, - აცხადებენ ბათუმის საზღვაო პორტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები