მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბათუმის პორტის" ტვირთბრუნვამ 6 მლნ ტონას გადააჭარბა - "ყაზტრანსოილი"

ბათუმის პორტი

ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა. "ყაზტრანსოილის" მონაცემებით, 2025 წლის 1 ნოემბრისთვის „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ 6 მილიონზე მეტ ტონას ტვირთს მოემსახურა.

გადატვირთვის მოცულობის ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო კონტეინერების, საბორნე და გარკვეული სახის მშრალი ტვირთების გადაზიდვის გაზრდით. ზრდა ფიქსირდება ყაზახური წარმოშობის ნავთობპროდუქტების და მსუბუქი ნავთობპროდუქტების კუთხით.

"ჩვენ ვაგრძელებთ ბათუმის როლის გაძლიერებას, როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ძირითადი რგოლის, სტაბილური მარაგების უზრუნველყოფით და ყაზახეთს, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების მხარდაჭერით“, - აცხადებს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები