მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადაეცა

6080010685dc3
BM.GE
21.04.21 14:38
712
ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადაეცა.

როგორც bm.ge-ს აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, თანამედროვე სამედიცინო ინვენტარი კლინიკას, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩეხეთის საელჩომ გადასცა. კერძოდ, გადაეცათ ჩვილის სხივური გამათბობელი, ელექტროკუაგულაციის დანა, რეანიმაციული პედანტი და სამობიარო საწოლი.

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე მიქელა მარსოვა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები