მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სერვისების გაუმჯობესებაზე, კლინიკის ხელმძღვანელებთან ისაუბრა

ჯანდაცვის სამინისტრო
27.04.24 11:14
378

ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ხელმძღვანელ პირებთან და ექიმებთან სამედიცინო დაწესებულების საჭიროებები განიხილა. შეხვედრაზე კლინიკას, სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობებზე და განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მომსახურების სტანდარტების მეტად გასაუმჯობესებლად, სამინისტრო, კლინიკასთან ერთად, აქტიურად მუშაობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ცნობით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეა გათვლილი და აჭარის რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისებს აწვდის. კლინიკაში ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, რომელიც 95 პაციენტს ემსახურება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიული მომსახურების სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში 2023 წლის შემოდგომაზე ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები