მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ახალი ტექნიკით აღიჭურვა

5f47509e19928
თამთა ჯიჯავაძე
27.08.20 10:13
877
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი გადაეცა. ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადაეცა ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური სისტემები, ექოსკოპის აპარატი, საოპერაციო მოწყობილობები და სხვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

"ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა გეგმიურად მიმდინარეობს. კოვიდ ინფექციის გავრცელების პირველივე ეტაპზე სახელმწიფო და კერძო სექტორის მონაწილეობით შევძელით, რომ სრულად მომხდარიყო ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა.

დღეს კლინიკას შეემატა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, საოპერაციო მოწყობილობები რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა სცენარის შემთხვევაშიც კი რესპუბლიკურმა საავადმყოფომ შეძლოს ერთის მხრივ კოვიდის ეფექტიანად მართვა და ასევე გრძელვადიანად შეძლოს შეასრულოს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ფუნქცია“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მიმდინარე წლის აპრილიდან ჩართულია კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები