7 მაისს ავიაკომპანია AIRBALTIC ბათუმში პირველ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ BM.GE-ის TAV GEORGIA-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განუცხადა. როგორც ზაქარაძე ამბობს, AIRBALTIC-თან ერთად ოპერირებას უზბეკეთის ავიახაზებიც დაიწყებს.
“AIRBALTIC ოპერირებას იწყებს უკვე ამ კვირაში. 7 მაისს პირველი რეისი შესრულდება. ძალიან მნიშნელოვანია, რადგან AIRBALTIC პირველად შემოდის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას უზბეკეთის ავიახაზებიც იწყებს. ასევე არსებული ავიაკომპანიების მხრიდან სიხშირეები იზრდება”, - აცხადებს TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერი.