მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი შეფერხებით მუშაობს - რა პრობლემები შეექმნათ ავტოიმპორტიორებს?

BM.GE
14.12.22 13:38
319
თითქმის ერთი თვეა, რაც ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში კონტეინერების გახსნა შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამოც ავტოიმპორტიორებს, რომლებიც ტერმინალის მომსახურებით სარგებლობენ ტერმინალის ტერიტორიაზე ვადაზე მეტხანს კონტეინერების დაყოვნების გამო, ჯარიმების გადახდა უწევთ. ფინანსური ზარალის გარდა, კომპანიების წარმომადგენლები იმ რეპუტაციულ ზიანზეც საუბრობენ, რომელიც მათ ავტომობილების მფლობელებისთვის დაგვიანებით მიწოდებით ექმნებათ. საკონტეინერო ხაზის „კოსკო შიპინგის“ კომერციულმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ BMG-სთან განაცხადა, რომ პრობლემა მეორეული ავტომობილების გაზრდილი ტვირთვრუნვის გამო გაჩნდა. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბათუმის ტერიტორიას ტვირთების მომსახურებისთვის საჭირო ფართობიც არ აქვს, რადგან ტერიტორიის ნაწილი მეორეული, დაზიანებული ავტომობილების პარკინგად არის ქცეული.

სად არის პრობლემის სათავე, რამდენად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ავტოიმპორტიორები და რა გადაწყვეტის გზები არსებობს გაზრდილ ტვირთბრუნვაზე საპასუხოდ?

სტუმარი: ალექსანდრე ნონიაძე - "საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები