მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმა

მზია ამაღლობელი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და 1 000 ლარით დააჯარიმა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მარიანა ფომაევამ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე მზია ამაღლობელი ხელახლა გაასამართლეს.

თავად მზია ამაღლობელი პროცესს არ ესწრებოდა.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში ხელახლა სისხლის სამართლის წესით დააკავეს. თავდაპირველად მედია მენეჯერი სტიკერის მიკვრისთვის დააკავეს, მეორე დაკავებისას კი პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები