ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივ ტრანსპორტს 100 ახალი მიკროავტობუსი შეემატა. ახალი მიკროავტობუსები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა, მისი თქმით, ქალაქის ავტოპარკის განახლება და სერვისების განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.
მიკროავტობუსების ნაწილი მოემსახურება ხელვაჩაურის სოფლებს, 38 ერთეული მიკროავტობუსით კი, დამატებით შეიქმნება ქალაქის 5 ახალი მარშრუტი, რომელიც ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე იმოძრავებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ მიკროავტობუსებზე 250 მძღოლი დასაქმდება.
2018-2023 წლებში ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი 150 ერთეულამდე ახალი ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ერთეული ელექტრო ავტობუსი. ასევე, იგეგმება 25 ერთეული M3 კატეგორიის 12 მეტრიანი "EURO 5"-ის სტანდარტის ავტობუსის შემოყვანა.