მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის შემოვლითი გზისა და ანგისას ქუჩის დაერთების სამუშაოების გამო, მოძრაობა ამ მონაკვეთზე რამდენიმე დღით შეიზღუდება

საავტომობილო გზები
02.10.24 11:27
213

ბათუმის შემოვლითი გზისა და ანგისას ქუჩის დაერთების სამუშაოების გამო, მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე დღით შეიზღუდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო, აღნიშნული გზის აღნიშნული გზის კმ1-კმ8 (ფრიდონ ხალვაშის გამზირი) მონაკვეთზე, დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ადგილობრივი მცხოვრებლების მსუბუქი ავტოტრანსპორტისა 2024 წლის 01 ოქტომბრის ნაცვლად, 2024 წლის 02 ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში.

დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჭოროხის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები